კომპანია პსპ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1, 2 და 3 ივნისს ბავშვებსა და მათ მშობლებს ბევრ საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობს.
1 ივნისს - პსპ ავტობუსებით რამდენიმე ბავშვთა სახლის: კოჯრისა და საგურამოს 2 სოფლის-წილკანის და გალავანის ბ/ს-ების აღსაზრდელებს თბილისში ჩამოიყვანს და კონოთეატრ "რუსთაველში" ახალი 3D-კომიქსის "შურისმაძიებლების" პრემიერაზე პატიჟებს; ფილმის ჩვენების შემდეგ ბავშვები მხიარულებას განაგრძობენ მთაწმინდის პარკ "ბომბორაში", სადაც მათ გადაეცემათ ატრაქციონების ბარათები, დარიცხული თანხით; ბავშვები ასევე დაესწრებიან 17სთ-ზე "ბომბორას" პარკის ამფითეატრში გამართულ საბავშვო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს. კომპანია იზრუნებს იმაზე, რომ ამ 50 ბავშვისთვის წლევანდელი 1 ივნისი სამუდამოდ დაუვიწყარი დღე გახდეს;
2 ივნისს ვაკის პარკში 11-დან 16სთ-მდე "პსპ" ყველა ბავშვს(!) ეპატიჟება გრანდიოზულ გასართობ შოუ-პროგრამაზე "მულტი-მულტის" ზღაპრის და მულტფილმების გმირების მონაწილეობით; გასართობი პროგრამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება თოჯინების სპექტაკლი "წიქარა"; ღონისძიებას დაასრულებს საბავშვო ანსამბლების "ბზიკებისა" და ქენდის" კონცერტი. ღონისძიებისთვის შეიქმნა ფერადი საბავშვო ლოგო სლოგანით "პეესპე ბავშვებისთვის", რომელიც წელს 1 ივნისს პირველად უმასპინძლებს პატარებს და სამომავლოდ მათი ერთგული მასპინძელი იქნება მრავალფეროვან საბავშვო ღონისძიებებზე. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ყოველგვარი საფასურის გარეშე; პეესპე ეპატიჟება ყველა პატარას 2 ივნისს ვაკის პარკში!
ამასთან, 1, 2 და 3 ივნისს საქართველოს ყველა პსპ-აფთიაქში ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს საშუალება ექნება ბავშვა კვების, ჰიგიენისა და კოსმეტიკის საშუალებები, ანუ სრული საბავშვო ასორტიმენტი 10-25% ფასდაკლებით შეიძინოს.