ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთისა და დაღესტანის ადმინისტრაციულ  საზღვარზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ჩეჩნეთის შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაცია ტარდება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრთა დასაკავებლად. 
წინასწარი მონაცემებით დაღუპულია ერთი ბოევიკი. 
გავრცელებული ინფორმაციით,  დაჭრილია პოლიციის ერთი და შინაგანი ჯარის  ორი თანამშრომელი.