გასულ 2009 წელს აშშ-ს არმიაში მომხდარმა თვითმკვლელობების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2009 წელს 160 -მა ამერიკელმა ჯარისკაცმა მოიკლა თავი,2008 წელს ეს ციფრი 140 იყო. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტგვერდი "მაიამი Gჯერალდი" ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ეჭვგარეშეა, რომ თუკი თვითმკვლელობებზე ვისაუბრებთ 2009 წელი ძალიან მტკივნეული იყო აშშ-ს შეიარაღებული ძალებისათვის",_ აცხადებს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სუიციდთან ბრძოლის დანაყოფის ხელმძღვანელი კრიტოფერ ფილბიკი.
როგორც პენტაგონის მიერ შემუშავებულ ანგარიშშია აღნიშნული, აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის რაოდენობის ზრდა, სამხედროთა შორის დეპრესიის არსებობითაა გამოწვეული, რომელიც სამხედროებს ერაყსა და ავღანეთში მრავალწლიანი სამხედრო მოქმედებების გამო აქვთ.