საერთაშორისო პოლიციურ ძალებს არ შეუძლიათ პორტ-ო-პრენსში დახრამებასთან ერთად მაშველების უსაფრთხოების გარანტირება, _ ამის შესახებ საერთაშორისო პოლიციური ძალების წარმომადგენელმა განაცხადა.
"მიწისძვრამდე ქალაქის ტერიტორიაზე არსებობდა ე.წ. წითელი ზონა. ამ ზონაში ყველაზე რთული კრიმინოგელური ვითარებაა, მაგრამ ახლა მიწისძვრის შემდეგ უნდა ითქვას, რომ პორტ-ო-პრენსი მთლიანად წითელ ზონად იქცა", _ განაცხადა საერთაშორისო პოლიციური ძალების წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ვითარება დააძიმა მიწისძვრის შედეგად ციხის დანგრევამ, საიდანაც მსჯავრდებულებმა გაქცევა მოახერხეს და "მოროდიორების არმია" შეავსეს.
მისივე თქმით ქალაქში ზოგჯერ სროლებიც ისმის.