უკრაინის ფინანსური ელიტა გაიყო. ოლიგარქების ერთი ნაწილი რეგიონების პარტიის ლიდერს ვიქტორ იანუკოვიჩს უჭერს მხარს, მეორე კი პრემიერ იულია ტიმოშენკოს. ვიქტორ იუშჩენკოს კი ძირითადად მოჩვენებითი მხარდაჭერა, წერს The Financial Times.
გამოცემა აღნიშნავს, რომ არის მიუმხრობელთა ჯგუფიც, რომელიც თავის დაზღვევის მიზნით პოლიტიკურ სიმპატიებს არ ამჟღავნებს.
ოლიგარქების მხარდაჭერის მხრივ გამოკვეთილი ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩია. მას მხარს უჭერენ საფეხბურთო კლუნ "შახტარ-დონეცკის" პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი, გაზის მაგნატი დიმიტრი ფირშატი და მათთან დაახლოებული ოლიგარქები.
იულია ტიმოშენკოს მხარდამჭერი, მეტალურგიის მაგნატი სერგეი ტარუტა, აცხადებს, რომ უკრაინაში ოლიგარქები ცდილობენ "საკუთარ ინტერესებისთვის მოახდინონ პოლიტიკური სიტუაციის მანიპულირება".
ტარუტა მიიჩნევს, რომ რუსი კოლეგებისგან განსხვავებთ, რომელთა თავისუფლება "შეკვცილია" უკრაინელმა ოლიგარქებმა მოახერხეს პოლიტიკაზე გავლენების შეენარჩუნება.
ტიმოშენკოს სერგეი ტარუტას გარდა, მხარს უჭერენ ვიტალი გაიდუკა, პიოტრ პოროშენკო და კონსტანტინ ჟივაგო და სხვ.