დღეს, 29 მარტს, საქართველო ქართულ-უკრაინულ ბიზნესფორუმს მასპინძლობს.
ფორუმი დამსაქმებელთა ასოციაციის და უკრაინის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება და მასში მონაწილეობას უკრაინული ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ. ბიზნესფორუმში მონაწილეობას 30-მდე კომპანია მიიღებს, საიდანაც 10 უკრაინული კომპანია იქნება.
ბიზნესფორუმი უკრაინის საელჩოში (მის.: ქ. თბილისი, ვაზისუბნის ქ. № 61 (ვეძისი) ჩატარდება.