დღეს, 29 მარტს, პარლამენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანს ელოდებიან.
სუბელიანი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზეა მიწვეული.
სუბელიანმა კანონმდებლებს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად 2011 წელს გაწეული საქმიანობა და მიმდინარე წლის პრიორიტეტები უნდა გააცნოს.
კომისიის სხდომა პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში 15:00 საათზე დაიწყება.