ქვესადგურში "ნავთლუღი 220" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ დაგეგმილი სამუშაოს გამო, 14 დეკემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძის და სურგულაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება საბურთალოს რაიონის ნაწილს.
შეზღუდვა შეეხება სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დასახლების ნაწილს და აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.
სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.