ვაკის თეატრალურ სარდაფში რეჟისორი ოთარ ეგაძე ახალ სპექტაკლზე მუშაობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რეჟისორი საახალწლო სპექტაკლზედაც მუშაობს. 
"ოთარ ეგაძე ახალ სპექტაკლზე მუშაობს, თუმცა ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია და ამაზე ჯერ არ ლაპარაკობს, რაც შეეხება მეორე სპექტაკლს, ის იანვარში საახალწლოდ, ბავშვებისთვის "ჯვალოს თოჯინას" დადგამს. ამ სპექტაკლზე უპატრონო და უნარშეზღუდულ ბავშვებს მოვიწვევთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ქეთი კვანტალიანმა. 
შეგახსენებთ, რომ "თეატრალური სარდაფი" ოფიციალურად 1997 წლის  31 მარტს  გაიხსნა, სადაც სპექტაკლის  დადგმა  შეუძლია  ყველა  პროფესიონალ  რეჟისორს.  რეპერტუარს კი, ძირითადად, ლევან წულაძისა და ოთარ ეგაძის სპექტაკლები შეადგენს.