2012 წლის მაისში დაგეგმის ჩიკაგოს სამიტზე ნატო-ს მოკავშირეები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
"ჩვენი ვიზიტი არის ჩიკაგოს სამიტისთვის მოსამზადებელი პერიოდის ნაწილი. ჩვენ არ დაგვისრულებია მოსამზადებელი პერიოდი. სამიტამდე არის 6 თვე და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯერ არ მიღებულა არც ერთი გადაწყვეტილება. ნატო-ს მოკავშირეები განიხილავენ საქართველოს საკითხს. ჩვენ დღეს განვიხილეთ ჩიკაგოს სამიტი და იქამდე დიალოგი გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ ჩიკაგოს სამიტზე მიღებული ტექსტი ასახავს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოში ვნახეთ რეფორმების განხორციელების კუთხით", - განაცხადა რასმუსენმა.