საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 3-4 ნოემბერს ფინეთს ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ეს არის სამუშაო ვიზიტი.
"ამ ქვეყანასთან ჩვენი ვიზიტები რუტინულად ხორციელდება და ურთიერთობები სულ უფრო ღრმავდება. ამჯერადაც, მთელი რიგი საკითხები დაგროვდა, მათ შორის არა მხოლოდ ორმხრივი საკითხები , რომელიც განსახილველი იქნება და დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ ვიზიტის განხორციელდება მოხერხდება", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა ფინელ კოლეგასთან. ვაშაძე შეხვედრებს გამართავს ევროპულ საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ ალექსანდრე შტუბთან, საერთაშორისო განვითარების მინისტრთან და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან. ვიზიტის ფარგლებში, ვაშაძე სიტყვით გამოვა სამეცნიერო კვლევით ცენტრში. ვაშაძე მიიღებს მონაწილეობას საზეიმო ცერემონიალში, რომელიც მიეძღვნება საქართველოს საელჩოს გახსნას ფინეთში.