არ არსებობს კავშირი კიბოს სიმსივნის ფორმირებასა და მობილური ტელეფონის გამოყენებას შორის, იუწყება ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის პრესრელიზი. ამ საკითხთან დაკავშირებით
გამომცემლობის პორტალზე გამოქვეყნდა ყველაზე ხანგრძლივი კვლევის შედეგები.
კვლევის ხანგრძლივობა 18 წელია და მან დაახლოებით 360 ათასი ადამიანი მოიცვა, რომლებიც მობილურის ტიპის მოწყობილობას იყენებდნენ.
კვლევები 1982 დან 2007 წლის განმავლობაში შესვენებებით, დანიის ტერიტორიაზე კოპენჰაგენში Institute of Cancer Epidemiology-ში (კიბოს ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტი) ტარდებოდა.
მეცნიერებმა შეადარეს დანიაში მცხოვრებ დაახლოებით 10 ათასზე მეტი ადამიანის ინფორმაცია.
აღმოჩნდა, რომ მათ შორის ვინც დაავადდა არიან ისეთებიც, ვინც ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ მობილურ ტელეფონებს და ისინიც ვისაც საერთოდ ხელშიც არ ჭერია ეს მოწყობილობა.