დღეს, 26 ოქტომბერს, გერმანულ სახლში (ახვლედიანის აღმ. № 4) დაიწყება ტრენინგი "ნარჩენების ეფექტური მართვა", რომელიც ფოკუსირებული იქნება ადგილობრივი ნაგავსაყრელების მდგრად მენეჯმენტზე.
ტრენინგს - თბილისის მდგრადი ენერგიის სამოქმედი გეგმის (SEAP) საფუძველზე თბილისის მერიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან - "ეკოხედვა" და "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო", კლიმატის ცვლილების საკონსულტაციო კომპანია "Carbon Strategica" - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულება ატარებს.
ტრენინგის მთავარი მიზანია, მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, შეიძინონ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება ნარჩენების ეფექტური მენეჯმენტის სხვადასხვა პრაქტიკული მხარის შესახებ და შეაფასონ ნაგავსაყრელის ოპერირების ტექნოლოგიური განვითარება - აირის წვისა და ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები. მონაწილეეებს ასევე შეეძლებათ, შეიმუშაონ საკუთარი საპილოტო პროექტები თბილისის ახალი და ძველი ნაგავსაყრელებისთვის.
ტრეინინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
3-დღიანი ტრეინინგის პირველი დღე (26.10.2011) დაეთმობა პროექტით გათვალისწინებული პრობლემის ძირითად საკითხებს, მეორე დღე (27.10.2011) ექსკურსიას ნაგავსაყრელზე, ხოლო მესამე (28.10.2011) დაეთმობა მოპოვებული მონაცემების ანალიზს და საპილოტო პროექტების შემუშავებას.
ტრენინგი 28 ოქტომბერს დასრულდება.