რუსეთი გადაიტანს, თუ მას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობაზე უარს ეტყვიან. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
"ყველამ უნდა გაიგოს, მათ შორის ვმო-ში გაწევრიანების პროცესში ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ეს არა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ეს სხვად სხვა უცხოური ბიზნესის ინტერესებშია და მთლიანობაში საერთაშორისო სავაჭრო დინებების გონივრული დარეგულირების ინტერესებში. ეს ორმხრივი მოძრაობის გზაა", _ განაცხადა მედვედევმა თავისი მომხრეების საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე და დასძინა: "ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ თუ რაღაც მიზეზის გამო, უარს გვეტყვიან - ამას გადავიტანთ. ეს აბსოლუტურად ზუსტად და აბსოლუტურად გულწრფელად".