„ქრისტიან-დემოკრატებისთვის" მიუღებელია ხელისუფლების მიერ ივანიშვილის მიმართ გადადგმული ნაბიჯები.
გიორგი თარგამაძის თქმით, ხელისუფლება ტაქტიკას არ ცვლის და ამგვარი აგრესიული ნაბიჯებით საპასუხო აგრესიის გამოწვევა სურს.
"ხელისუფლებას ასეთი აგრესიული ნაბიჯებით სურს, გამოიწვიოს საპასუხო აგრესია ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან, გადმოიყვანოს ივანიშვილი იმ მოედანზე, სადაც ხელისუფლება თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, ანუ - ქუჩაში. იმედია, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ივანიშვილის გვერდით დგანან, წარსულ გამოცდილებას გაითვალისწინებენ და ამგვარი გამოწვევებისთვის თავის არიდებას შეძლებენ. ბევრ თემაზე ჩვენი და ბიძინა ივანიშვილის შეხედულებები განსხვავდება - მათ შორის მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და ექსპერტების დახარისხებაზე, თუმცა დაინტერესებული ვართ, რომ ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში თავისი ადგილი ჰქონდეს და შეიქმნას უფრო კონკურენტული საარჩევნო-პოლიტიკური გარემო", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.