"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ NDI-ის კვლევების მიხედვით, ამომრჩევლის აბსოლიტური უმრავლესობა იმ რეფორმებს უჭერს მხარს, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს.
ჯურნალისტებთან საუბარში გაბაშვილმა განაცხადა, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებისთვის უმთავრეს პრობლემად ჯერ კიდევ რჩება სამუშაო ადგილები და სოციალური პრობლემები.
~ჩვენი ამომრჩევლის აბსოლიტური უმრავლესობა მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და თვლის, რომ ეს რეფორმები მნიშვნელოვანია და ქვეყანა სწორ გზაზე დგას. ჩვენ, პარტიული რეიტინგი მაღალი გვაქვს, 50%-ზე მეტი. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, ჩვენ გვაქვს ექსკუზიური პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეებისა და ამომრჩევლის წინაშე, რომ მათი პრობლემები მოვაგვაროთ", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა
NDI-ის კვლევების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული რეიტინგი 52 პროცენტია.