შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ახალი ლაბორატორიის გახსნას, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანე მერაბიშვილი ესწრებოდა. ლაბორატორია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფით, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა სხვადასხვა საექსპერტო კვლევების შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარება, ექსპერტიზებისა და გამოკვლევების ხარისხის ამაღლებადა კრიმინალისტიკური საქმიანობის სრულყოფისათვის საჭიროღონის ძიებების განხორციელება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიაში ტარდება ბალისტიკური კვლევა, სადაც ხდება ტყვიებსა და მასრებზე არსებული კვალის მიხედვით ცეცხლსასროლი იარაღის სახეობის, ნიმუშის, ეგზემპლარისადა იარაღზე საიდენტიფიკაციო ნომრების დადგენა;
მიმდინარეობს ბიოლოგიური ობიექტების არსებობისა და სახეობების განსაზღვრა,ჯგუფის, რეზუსის, ტიპის დადგენა.
ტარდება მიკრონაწილაკების, ლაქ-საღებავების, ბოჭკოების, ნავთობპროდუქტებისა დახელის ანაწმენდების ექსპერტიზა;
ნარკოტიკული საშუალებების, ფარმპრეპარატების და ნავთობპროდუქტებისქრომატოგრაფიული კვლევა.
ასაფეთქებელი ნივთიერებების სახეობის განსაზღვრა; ქარხნული და კუსტარული წარმოების ფეთქებადსაშიში საბრძოლო მასალისა და მოწყობილობების გამოკვლევა, იდენტიფიცირება და ვარგისიანობის დადგენა.
დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა, სადაც ხდება ჩანაწერებში არსებულიცვლილებების დადგენა, საბუთების ქიმიური დამუშავება, ტექნიკური საშუალებებით გაყალბებული ხელმოწერების ექსპერტიზა; პოლიგრაფიული წესის დაცვით დამზადებულისაბუთების ექსპერტიზა.
დაქტილოსკოპიურ კვლევაში მიმდინარეობს შემთხვევის ადგილიდან წარმოდგენილი ნივთმტკიცებების დამუშავება კვალის გამოვლენის მიზნით; იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალის დაქტიპოსკოპიურ მონაცემთა ბაზასთან შედარება მათი იდენტიფიცირების მიზნით, დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში დაკავებულთა ხელისანაბეჭდების მონაცემების მოთავსება.
ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური კვლევა, აუდიო და ვიდეო მასალის ტექსტობრივიგაშიფვრა.