”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.ამის შესახებ ”ჯი-ეიჩ-ენს” პარტიიდან აცნობეს.
პარტიის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა იყო პირველი შესაძლებლობა, სადაც მათ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებასა და მომავალი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
”აღსანიშნავია, რომ საუბრის დროს განხილულ ყველა საკითხზე ხედვებში სრული თანხვედრა დაფიქსირდა. შეხვედრის დასასრულს ი.ალასანია და ბ.ივანიშვილი შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს დროში გაგრძელდება კონსულტაციები პარტნიორობის კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად”, - აღნიშნულია ”თავისუფალი დემოკრატების” გავრცელებულ განცხადებაში.