რუსთაველის თეატრში ნუნუ გაბუნიას საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს. როგორც კომპოზიტორმა "ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნა ტიტული, რომელიც ამ თეატრში გადაეცა ორმაგი პასუხისმგებლობაა, რადგან რუსთაველის თეატრში გაატარა მან ბავშობა.
"უკვე 21 წელია ატლანტიის საპატიო მოქალაქე ვარ და თბილისის არ ვიყავი. ამერიკაში ჩემი სიმღერის წყალობით, რომელსაც ყველგან ვასრულებდი - "მეორე ლეგენდა" მომანიჭეს ეს წოდება. ახლა კი ჩემთვის ეს დიდი ბენდიერებაა, როდესაც მე გავხდი ჩემი ქალაქის საპატიო მოქალაქე. ძირძველი თბილისელი ოჯახის წარმომადგენელი ვარ, იმიტომ რომ ბებიაჩემის ბებიაც თბილისელი იყო. დედაჩემი რუსთაველის თეატრში მუშაობდა, როგორ წარმოვიდგენი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მე საპატიო თბილისელი ვიქნებოდი და ამის დაჯილდოვება სიმბოლურად რუსთაველის თეატრში მოხდებოდა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ მისი მუსიკით არის გაფორმებული ფილმები: "წითელი პატეფონი" და "ბულბულის იუბილე".