კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ცნობილი მილიარდელის, ბიძინა ივანიშვილის, 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას ამ დრომდე არ გასცნობია.
როგორც მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას გუშინ ივანიშვილის განცხადების წასაკითხად არ ეცალა, რადგანაც უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყო დაკავებული.
"მართალი გითხრათ, არანაირი განცხადების გასაცნობად არ მეცალა,"- აღნიშნა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის განცხადება გავრცელდა, რომლითაც ცნობილი მილიარდელი პოლიტიკაში წასვლას ოფიციალურად ადასტურებს.