28 სექტემბერს ბათუმის ოპერის თეატრში ფესტივალი "ჩვენებურები"გაიხსნება. მასში წელს თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, აშშ-იდან, ისრაელიდან და სომხეთიდან ჩამოსული კოლექტივები და შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალი ბათუმის შემდეგ, 29 სექტემბერს განახლებულ ანაკლიაში გაგრძელდება, ხოლო 1-ელ ოქტომბერს თბილისში მთაწმინდის პარკსა და გრიბოედოვის თეატრში გადმოინაცვლებს.
პროექტი 2004 წლის გაზაფხულზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა.
საერთაშორისო ფესტივალ "ჩვენებურებს" 2007 წლიდან გიული ალასანია ხელმძღვანელობს.
მე-15 საერთაშორისო ფესტივალი 2 ოქტომბერს დაიხურება.