საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცედურები მარტივდება.
სათანადო საბუთის ასაღებად, თუ აქამდე კონსტრუქციული პროექტის წარდგენა იყო აუცილებელი, ახლა მხოლოდ არქიტექტურული პროექტია საჭირო.
ცვლილების თანახმად, შემცირდა სამსახურში შესატანი დოკუმენტაციის რაოდენობაც და ნებართვის გაცემის ვადები. მოქალაქეები მშენებლობისათვის საჭირო ნებართვას, 20 დღის ნაცვლად, 5 დღეში მიიღებენ.
რაც შეეხება მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, არსებული ტერიტორიის ამსახველი კადრები და ფოტომონტაჟია საჭირო.