გერმანიაში სამომხმარებლო უფლებების დაცვის მინისტრი ილზე აიგნერი კოლეგებს, მოუწოდებს არ გამოიყენონ სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" საიტი, როგორც სამუშაო ინსტრუმენტი. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა "დერ შპიგელი" ავრცელებს.
მინისტრის აზრით, ღილაკის - "მე გირჩევთ" - გამოყენება არ ღირს სამთავრობო საიტებზე. აიგნერი იზიარებს კონფედენციალობის დაცველთა აზრს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დაწკაპუნება "მომწონს" და "ფეისბუქის" სხვა სერვისი ეხმარება დაინტერესებულ პირებს, შეაგროვონ ინფორმაცია ადამიანებსა და ორგანიზაციებზე.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა "მაგალითი უნდა აჩვენონ იმისა, რომ პერსონალური მონაცემები ძალზე ფასეულია".
ადრე, აიგნერმა საჯაროდ თქვა უარი "ფეისბუქის" გამოყენებაზე და განაცხადა, რომ ეს სოციალური ქსელი ნაკლებად ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე.
2011 წლის ივლისში აიგნერი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ინტერნეტის მომხმარებელთა ქცევის კოდექსი. სადაც ინტერნეტსაზოგადოების მიერ შემუშავებული 10 "ოქროს წესი" უნდა შევიდეს. აიგნერმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა სოციალურმა ქსელმა საკუთარი ინიციატივით უკვე შემოიტანა მსგავსი კოდექსი. კონკრეტული მაგალითები მინისტრს არ დაუსახელებია.