ბათუმში მელიქიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარებს. ქუჩაზე, სადაც საკომუნიკაციო სისტემა წლებია არ შეცვლილა, ამ ეტაპზე სანიაღვრე და წყლის სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოა გაშლილი. პარალელურად, ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე 3 მეტრის სიღრმეზე მთლიანად იცვლება გრუნტი.
წყლის სისტემის რეაბილიტაცია მელიქიშვილის ქუჩაზე KFW-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც 600 000 ევრო გამოიყო. ამავე პროექტით უნდა მოწესრიგდეს საკანალიზაციო ქსელი, რის შემდეგაც გზის სავალი ნაწილის მოასფალტება დაიწყება, მოწერიგდება ტროტუარები და ჩატარდება გამწვანების სამუშაო.
ქუჩის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტს 2 მილიონნახევარი ლარი უჯდება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაო კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად, ქალაქის მერმა დაათვალიერა.