ქვესადგურ "ორხევში" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 8 სექტემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ჟორესის, ჭიჭინაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.