"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკო ლაშხთან ერთად სოფელ ართანის მოსახლეობას შეხვდნენ. ართანელებმა წყლით მომარაგებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
"სოფელში 400 კომლამდე ოჯახი ცხოვრობს და როგორც თავად ამბობენ, მთავარი პრობლემა უწყლობაა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარება, მით უმეტეს, რომ ადამიანებს ვერ გაუგიათ რაში დაიხარჯა სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 25 მილიონი ლარი. ჩვენ ამ საკითხებით აუცილებლად დავინტერესდებით" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
თელავის რაიონში შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.