ქვესადგურში „ზაჰესი-35" სარემონტო სამუშაოების გამო ხვალ, 7 სექტემბერს, 10-დან 19 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს და ავჭალის შრომა-გასწორებით კოლონიებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.