სარემონტო სამუშაოების გამო ხვალ, 7 სექტემბერს, 10-დან 16 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გამსახურდიას გამზირის, დოლიძის, ბალანჩივაძის და პანკისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.