ცნობილი იტალიელი ტენორი სალვატორე ლიციტრა გარდაიცვალა. "პავაროტის მემკვიდრედ" წოდებული ლიციტრას რამდენიმე დღის წინ სამხრეთ სიცილიაზე სკუტერით ავარია მოუვიდა და თავისა და მკერდის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ავარიის შედეგად ის კომაში ჩავარდა და გარდაცვალებამდე მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა. ის კატანიის საავადმყოფოში იმყოფებოდა სიცოცხლის ბოლომდე. სკუტერის მართვის დროს მას ჩაფხუტი არ ეკეთა, რამაც თავის არეში ძლიერი დაზიანებები გამოიწვია. ტენორმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 2002 წელს, როდესაც პავაროტისთან ერთად ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში პუჩინის ტოსკა შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ოჯახი ლიციტრას ორგანოების ტრანსპლანტირებას დათანხმდა.