საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. 2,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ქვეყანაში გამთენიისას, 04:35 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგიური ცენტრსი ინფორმაციით, ეპიცენტრი დმანისთან ახლოს მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც სეისმოლოგიურ ცენტრში აცხადებენ, არ არსებობს განმეორებითი ბიძგების საშიშროებაც.