ხვალ, 6 სექტემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობს, ზინაიდა კვერენჩხილაძეს, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალავენ.
ზინაიდა კვერენჩხილაძე 79 წლის ასაკში ინსულტის დიგნოზით გარდაიცვალა. კვერენჩხილაძე რუსთაველის თეატრში 50 წლის განმავლობაში მუშაობდა. რუსთაველის თეატრთან წელს მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა.