დღეს, 5 სექტემბერს, მოძრაობა "თეთრების" ახალგაზრდული ფრთა, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოძრაობა "ივერიელები" და "ქართველი ემიგრანტები" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, აღნიშნულის პარალელურად აქციები გაიმართება ევროპის 6 ქვეყანაში განთავსებულ საქართველოს საელჩოებთან, რომლებშიც ქართველი ემიგრანტები მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნულ აქციებს სოლიდარობას უცხადებენ "ქართული დასი", რამდენიმე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები.
აქცია 16:00 საათზე დაიწყება.