დღეს, 5 სექტემბერს, ქვესადგურში "ლილო-2" მიმდინარე პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების გამო, 10- დან 18 სთ-მდე სამგორის რაიონის ნაწილს, ქვესადგურში "ნუცუბიძე" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 13-დან 15 სთ-მდე კი ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
სამგორის რაიონში შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების ნაწილს, ტერმინალ "ლილო-1", ფირმა @"კახეთს", #168 საჯარო სკოლას, ვაკის რაიონში კი: ნუცუბიძის II, III, IV, V მიკრორაიონების, გამრეკელის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.