ლიბიის ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ ქვეყნის დამხობილი ლიდერის მუამარ კადაფის ერთ-ერთი შვილის ჰამისის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.
გარდამავალი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასი მოკლულია ტრიპოლის შემოგარენში და დაკრძალულია ქალაქ ბანი ვალიდთან ახლოს.
ჰამისი ლიბიის არმიის 32-ე ბრიგადის მეთაური იყო, რომელსაც „ჰამისის ბრიგადას" უწოდებდნენ.
ბი-ბი-სის ინფორმციით, ეს სამხედრო შენაერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და მუამარ კადაფისადმი ყველაზე მეტად ლოიალურად განწყობილი იყო.
ჰამისის დაღუპვის ამბავი არაერთხელ გავრცელდა თუმცა ამ დრომდე არ დადასტურებულა.