ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობებმა ვანესა რედგრეივმა, ალან რიკმანმა და ტელმა ჰოტმა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ "გარდიანში" წერილი გამოაქვეყნეს.
"ჩვენ შოკში ჩავარდით, როდესაც საქართველოს კულტურის მინისტრმა ქსენოფობიური განცხადებების ბრალდებით რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა. ეს მის მიერ ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ მოხდა. ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ რეჟისორთან დაიწყო 1979 წელს, როდესაც მან ლონდონში რიჩარდ III "ჩამოიტანა". ამ სპექტაკლმა საერთაშორისო დაძაბულობის დროს დიდი აღიარება მოიპოვა", - აღნიშნულია ბრიტანელი მსახიობების წერილში.
რედგრეივი, რიკმანი და ჰოტი წერენ, რომ სტურუას გათავისუფლება ქსენოფობიის მიზეზით, მისი მოხსნისთვის ხოლოდ საბაბი იყო.
"ეს ბრალდება მხოლოდ საბაბია ქართული თეატრის საქვეყნოდ აღიარებული განძის მოსაშორებლად. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტურუას გათავისუფლების გადაწყვეტილებას გადახედავს და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს", - აღნიშნულია წერილში.