აზერბაიჯანმა ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული საგენტოები ავრცელებენ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა გამოხატავს პატივისცემას ლიბიელი ხალხის ნებისა და მისწრაფებისადმი და აცხადებს, რომ ცნობს ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს, როგორც ლიბიის ხელისუფლების ორგანოს.
შეგახსენებთ, რომ ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო უკვე 60-ზე მეტმა ქვეყანამ ცნო.