ძაღლისა და ცხენის შემდეგ ქართულ ბაზარზე არსებულ ხორცოდუქტებში ვირის ხორცის გამოყენებაზედაც ალაპარაკდნენ. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ანტიკორუფციული ცენტრის თავმჯდომარის, გია ბურჯანაძის მტკიცებით, ადგილობრივ საწარმოებში ვირის ხორცი ხშირად გამოიყენება.
"ცხენის ხორცის გამოყენება უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. საუბარია ვირის ხორცზედაც, რომელიც პირდაპირ მიდის ნახევარფაბრიკატებზე და რომლის გასაყიდად გამოტანილი "ტუშები" ჩემი თვალით მაქვს ნანახი", - აცხადებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ანტიკორუფციული ცენტრის თავმჯდომარე გაზეთ "ალიასთან" საუბარში.
მისი განმარტებით, ვირის ხორცის წამა არ შეიძლება და ის ადამიანის ჯანმრთლეობისთვის სახიფათოა.
"მის შემადგენლობაში შედის ისეთი ფერმენტები, რომლებიც მავნებელია ადამიანის ორგანიზამისთვის. რაც არ უნდა გადაამუშავო თერმულად, აქტიური კომპონენტები უცვლელი რჩება. ამიტომ ვირის ხორცს მსოფლიოში არსად იყენებენ. სამაგიეროდ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ადგილობრივი წარმოების ხორცპროდუქტების უმეტესობა, სწორედ ამ შინაური ცხოველის ფარშითაა გაჯერებული. სხვათა შორის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინფექციური საავადმყოფო, რა პროცენტული შემადგენლობა მოდის ხორცით მოწამვლის ფაქტებზე", - აცხადებს ბურჯანაძე.