აჭარაში სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაცია შეიქმნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს აჭარის სერვისის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მოეწყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით.
სხვა დანარჩენთან ერთად ასოციაციის მიზანი იქნება მეწარეების მიერ ერთიანი სისტემის შექმნა და თვით რეგულირება. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ქონდა და მასში მონაწილეობდა აჭარის სერვისის სფეროს 50-მდე წარმომადგენელი. იგეგმება გერმანელი ექსპერტის ჩამოსვლა, რომელიც შემდგომ სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას კონსულტანტის სახით.