2011 წლის იანვარ-აგვისტოში სულ აჭარაში 1 მლნ. 438 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 35,5%-ით მეტია, ხოლო 2009-თან შედარებით - 150%-ით მეტი. 2010 წლის იანვარ-აგვისტოში სულ აჭარაში 738 ათას 369 ვიზიტორი ჩავიდა, 2009 წლის იანვარ- აგვისტოში კი 400 ათას 200 ვიზიტორი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იყო 348314, რაც 2010 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 43,8%-ით მეტია. 2010 წლის აგვისტოში აჭარას 242174 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2009 წელს - 125167.