ატლანტკის ოკეანეში ფორმირებული ქარიშხალი „აირინი" მეორე კატეგორიამდე გაძლიერდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ქარიშხლის სეტყობინების ეროვნული ცენტრი იტყობინება. ქარის სიძლიერე 155 კმ/სთ-ს აღწევს.
მეტეოროლოგების განცხადებით, ქარიშხალმა შაბათ-კვირისთვის, შესაძლოა უფრო გაძლიერდეს და მესამე კატეგორიას მიაღწიოს და ჩრდილოეთ კაროლინას ნაპირებს მიუახლოვდეს.