აშშ-ში მომხდარმა მიწისძვრის შედეგად ვაშინგტონში მემორიალური და სამუზეუმო ზონებიდან ევაკუაცია განხორციელდა. დაიკეტა სხვადასხვა საზოგადეობრივი ობიექტები. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.
მიწიქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, ბოსტონში, კლივლენდში და მარტას-ვინიადერში, მასაჩუსესის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე კუნძულზე, სადაც ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ისვენებს.
აშშ-ის მედიის ინფორმაციით, ნიუ-იორკში ფედერალური სასამართლოს 26 სართულიანი შენობის რყევის შედეგად უმოკლეს დროში მოხდა ასობით ადამიანის ევაკუაცია.
ვაშინგტონში ასევე განხორციელდა ევაკუაცია კაპიტოლიუმიდან და პენტაგონის შენობიდან.
მიწისვძრის გამო დაიკეტა ნიუ-იორკში ჯონ კენედის სახელობის აეროპორტი. ასევე დაკეტილია ნიუარკის აეროპორტი ნიუ-ჯერსის შტატში.
აეროპორტებში მიმდინარეობს კოშკებისა და ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების შემოწმება.
აშშ-ის გეოლოგიური კომიტეტის ინფორმაციით, მიწისქვესა ბიძგები მილიონობით ადამიანმა იგრძნო.
ამ დროისთვის ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვირჯინიის შტატში მიწისძვრა 5.9 მაგნიტუდის მოხდა. მიწისძვრის ეპიტცენტრი ქალაქ მინერალიდან 15 , ხოლო ვაშინგტონიდან 139 კმ-ში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ჩრდილოეთ კაროლინასა და სხვა შტატში. ბიძგები 6 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.