სარემონტო სამუშაოს გამო, 24 აგვისტოს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ქეთევან წამებულის გამზირის, მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ხარაბაძის, კოპცოვის, ზანდუკელის, გომარეთის, მესხეთის, ჩოჩუას, აბუსერიძის-ტბელის, სამგორის, მეველის, გუდარეხის, წულუკიძის, ყარყარაშვილის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.