მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი საგანი "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" შემოდის. შეიქმნა შესაბამისი სახელმძღვანელო და შსს აკადემიის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ახალი საგნის მასწავლებელთა გადამზადება.
24 აგვისტოს, 11:00 საათზე, უკვე დატრენინგებულ ორას პედაგოგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე სერტიფიკატებს გადასცემენ.