ასტრახანის ოქში, აშულუკის პოლიგონზე საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გარდა ამისა, დაჭრილია 12 სამხედრო პირი.
აფეთქება მოსკოვის დროით 18:20 საათზე, საბრძოლო მასალის უტილიზაციის დროს მოხდა.