ვიკიპედიაში რეჟისორ რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მისი "ქსენოფობიური განცხადებების" გამო გათავისუფლების შესახებ ჩანაწერი გაჩნდა.
"2011 წლის აგვისტოში კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნა მისი ქსენოფობიური კომენტარის გამო, რომელიც მან ამავე წელს გააკეთა. "ჩვენ არ ვაპირებთ ქსენოფობიის დაფინანსებას. საქართველო არის მრავალეროვნული ქვეყანა", - განაცხადა ნიკა რურუამ", - წერია რეჟისორის ინგლისურენოვან ვიკიპედიაში.
ამასთან, რეჟისორის ბიოგრაფიაში მოყვანილია თავად სტურუას მიერ გაკეთებული განცხადების ციტირება.
"საზოგადოების გაღიზიანება სტურუას მიერ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც მან თქვა, რომ "სააკაშვილმა არ იცის, რა უნდათ ქართველებს, რადგან ის სომეხია. "მე არ მინდა საქართველოს მართავდეს სხვა ეროვნების წარმომადგენელი", - აღნიშნა სტურუამ", - ნათქვამია ვიკიპედიაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჩანაწერი სტურუას ქართულენოვან ვიკიპედიაში არ გაკეთებულა.