ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე გაყიდული და საპრივატიზაციოდ გამზადებული პოლიკლინიკების ექიმებს მიმართავს და მოუწოდებს, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გახსნან საველე პოლიკლინიკები, რათა ხელისუფლებამ დაინახოს, რამდენი ადამიანს სჭირდება სანედიცინო დახმარება.
"ხელისუფლება და მისი ძალადობის ზაფხულის პოლიტიკა, ხალხს სასიცოხლოდ აუცილებელ ამ მომსახურეობასაც აცლის ხელიდან. პოლიკლინიკები ერთმანეთის მიყოლებით იყიდება და, ერთის მხრივ, მუნიციპალური ქონება გადადის საზოგადოებისათვის უცნობი მფლობელების, სავარაუდოდ კი ,ხელისუფლების, მათი ოჯახის წევრების ან მათთან დაახლოებული ბიზნესჯგუფების ხელში; ხოლო მეორეს მხრივ, ხალხი ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი მომსახურეობის გარეშე, ხოლო ექიმები და აქ დასაქმებული ადამიანები უმუშევრები რჩებიან", - აცხადებს ნესტან კირთაძე.
კირთაძის თქმით, ლეიბორისტულმა პარტიამ წლების მანძილზე თავისი პრინციპული და თავდაუზოგავი ბრძოლით შეძლო პოლიკლინიკების ხალხითვის შენარჩუნება.
„ახლა მოგიწოდებთ თქვენ, რომ მთელი პრინციპულობით წამოიეწყეთ ბრძოლა ამ ძალადობის წინააღმდეგ; გახსენით საველე პოლიკლინიკები პირდაპირ ავლაბრის რეზიდენციასთან და დაანახეთ ხელისუფლებას მისი მძიმე სოციალური პოლიტიკისგან დაავადებულ და უუფლებობით მიტოვებულ რამდენ ადამიანს სჭირდება სანედიცინო დახმარება", - განაცხადა კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფებმა უნდა ისწავლონ და შეძლონ ბრძოლების წარმოება ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ.
"გვინდა იცოდეთ და გჯეროდეთ, რომ ასეთი პატარ-პატარა ბრძოლები მიგვიყვანს დიდ გამარჯვებამდე", - აღნიშნა კირთაძემ.