პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არა მხოლოდ მტრები, არამედ მოღალატეებიც ჰყავს.
"საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ჰქონდა პრობლემები, რადგან ყოველთვის ჰყავდა დამპყრობლები და ვშიშობ მომავალშიც გვეყოლება; ისტორიის წიგნებიდან ვიცით, რომ საქართველოს ჰყავდა მოღალატეები - ახლა ასეთები ყოველდღიურად ტელევიზიით გამოდიან; საქართველოს ალბათ ყოველთვის ეყოლება მოღალატეები, მაგრამ ჩვენ ქვეყანას ასევე მუდამ ჰყავდა და აუცილებლად ყოველთვის ეყოლება გმირები", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა განახლებული ანაკლიის გახსნისას.
მისივე თქმით, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ჭირიც და ვარამიც, მაგრამ, რაც არ უნდა წაებორძიკა, ჩვენ ქვეყანას ყოველთვიის შეეძლო ფეხზე წამოდგომა და წელსი გამართვა.
"ჩემთვის ერთი რამ არის უტყუარი - ესენი მიდიან და მოდიან, ზოგიერთი ჩვენი დამპყრობლის სახელი არავის აღარ ახსოვს, მაგრამ აქ ყოველთვის იყო კოლხეთი, ლაზეთი ე.ი. ყოველთვის იყო საქართველო და დარჩება კიდეც, აქაც და იქაც - ხელოვნურად აგებული კედლის მიღმა, მარჯვნივაც და მარცხნივაც. თურქები, მონღოლები, ოტომანები, სპარსელები, სხვა დამყრობლები საუკუნეების განმავლობაში იპყრობდნენ საქართველოს. ზოგიერთი მათგანი - ბევრი სამეფო საერთოდ გაქრა რუკიდან, ზოგიერთთან კი, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს; ბევრი დამპყრობლის სახელი შემორჩა ისტორიის წიგნებს, მაგრამ არ არსებობს ხალხი, რომელსაც ისინი მმართველის სახით ემახსოვრებათ, რადგან ეს ხალხები აღარ არსებობს. ისინი მიდიოდნენ და მოდიოდნენ, საქართველო კი მუდმივად რჩებოდა „ჩვენ ტურფა საბაღნაროდ", - აღნიშნა სააკაშვილმა.