სარემონტო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოს, 10 საათიდან 16 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, სარაჯიშვილის, ხინზამბარელის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.