სკოლის მანდატურებმა, ამჯერად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
აქციაში 200 მანდატური და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
მათ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნივთებით დაბინძურებული ნარჩენებისგან გაასუფთავეს.
მანდატურების დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მიზანია თავად შეიტანონ გარკვეული წვლილი ქალაქის დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.
მანდატურების თქმით, აქცია არ არის ერთჯერადი ხასიათის და მსგავს ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მომავალშიც გააგრძელებენ.