ნიუ-იორკში, 2006 წელს მოსკოვში მოკლული, ცნობილი რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის "თავისუფლების მწარე გემო " მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
ჩვენებამ სრული ანშლაგით ჩაიარა, მას კრიტიკოსებისა და მაყურებლების აღფრთოვანებული შეფასებები მოყვა. F
რუსი რეჟისორის მარინა გოლდოვსკის მიერ შექმნილი ფილმი წარდგენილია "ოსკარი"-ს პრემიაზე.
რეჟისორის სიტყვებით, ეს არ არის ფილმი პოლიტიკაზე, „აქ ანა პოლიტკოვსკაია ნაჩვენებია ოჯახურ გარემოსა და სხვადასხვა ყოფით სიტუაციებში".
რეჟისორს სურდა მიეღო მაყურებლის სულიერი გამოძახილი თითქმის ხუთი წლის წინ დატრიალებული ტრაგედიიდან.
«ნოვაია გაზეტას» მიმომხილველმა ანა პოლიტკოვსკაიამ ფართო აღიარება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და ჩეჩნეთის თემატიკაზე გამოქვეყნებული მკვეთრი მასალებით მოიპოვა. M
მას მოსკოვის ცენტრში საკუთარ სადარბაზოში ესროლეს.